www.Mobilurebi.ge

გიორგი მჭედლიშვილი +995 593 32 69 84

   დეკ 02

დახმარება

ამ გვერდზე იქნება ყოველთვის ისეთი პოსტები განთავსებული რაც დაეხმარება ყველა ჩემს კლიენტს და არა მარტო მათ. მე ყველანაირად ვეცდები დეტალურად დავწერო იმ პრობლემების შესახებ რასაც ძირითადად აწყდებიან ჩემი კლიენტები.

დახმარება (ვიდეო)

1. როგორ ვნახოთ რომელი ვერსია გვიწერია iPhone-ში?

2. როგორ ჩავრთოთ iPhone-ში ფიჭური ინტერნეტი?

3. როგორ დავაყენოთ ქართული მენიუ აიფონში?

4. როგორ გადმოვწეროთ კონტაქტები სიმ ბარათიდან აიფოუნში?

5. როგორ ჩავწეროთ სიმღერები კომპიუტერიდან აიფოუნში?

6. როგორ ჩავრთო Portrait Orientation?

7. როგორ შევინარჩუნოთ iPhone-ში ელემენტის პროცენტულობა?

იხილეთ კითხვები ნომრების მიხედვით:

1. როგორ ვნახოთ რომელი ვერსია გვიწერია iPhone-ში?

უნდა შეხვიდეთ: Setting>General>About-ში

2. როგორ ჩავრთოთ iPhone-ში ფიჭური ინტერნეტი?

უნდა შეხვიდეთ: Setting>General>Network>Callular Data Network-ში. APN-ში ჩაწერთ შემდეგს:

Geocell (ჯეოსელი, ლაი-ლაი) – internet (APN-ში უნდა ჩაწეროთ)

Magti COM (მაგთი, ბალი, ბანი) – 3g.ge (APN-ში უნდა ჩაწეროთ)

Beeline (ბილაინი) – internet.ge.beeline.net (APN-ში უნდა ჩაწეროთ)

3. როგორ დავაყენოთ ქართული მენიუ აიფონში?

უნდა შევიდეთ: Setting>General>International>Language.

4. როგორ გადმოვწეროთ კონტაქტები სიმ ბარათიდან აიფოუნში?

უნდა შევიდეთ: Setting>Mail,Contacts,Calendars>Import SIM Contacts


5. როგორ ჩავწეროთ სიმღერები კომპიუტერიდან აიფოუნში?

პირველ რიგში უნდა მოუნიშნოთ: “Manually manage music and videos”  შემდეგ მიყევით ვიდეო ინსტრუქციას.

გაითვალისწინეთ რომ მხოლოდ 1 კომპიუტერით ჩაწეროთ სიმღერები, სხვა კომპიუტერიდან თუ დაამატებთ, წინა ჩაწერილები წაიშლება.

6. როგორ ჩავრთო Portrait Orientation?

ორჯერ აკლიკებთ მრგვალ ღილაკს, გადაწევთ მარჯვნივ და აკლიკებთ Portrait Orientation Lock-ს

გაითვალისწინეთ რომ Portrait Orientation მუშაობს 4.0 ვერსიის ზევით.

7. როგორ შევინარჩუნოთ iPhone-ში ელემენტის პროცენტულობა?

გამოვრთოთ Wi-Fi – შევიდეთ:  Setting>Wi-Fi>OFF

გამოვრთოთ Location Services – შევიდეთ: Setting>General>Location Services>OFF

გამოვრთოთ 3G – შევიდეთ: Setting>General>Network>Enable 3G-OFF>Cellular Data-OFF

დახმარება (სურათები)

1. როგორ გადავწეროთ iPhone-ში სიმღერები?

2. როგორ გადავწეროთ iPhone-ში ვიდეოები?

3. კომპიუტერში გადავაყენე ვინდოუსი (Windows) როგორ მოვიქცე რომ არაფერი წამეშალოს iPhone-ში?

4. როგორ გადავწეროთ iPhone-ში სურათები?

5. როგორ მოვიქცე როცა iPhone არ რეაგირებს არაფერზე, როგორ გადავტვირთო?

იხილეთ კითხვები ნომრების მიხედვით:

1. როგორ გადავწეროთ iPhone-ში სიმღერები?

1.  ჩავრთოთ პროგრამა iTunes. (ვისაც არ აქვს ეს პროგრამა შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩემი საიტიდან)

2. მივაერთოთ iPhone კომპიუტერთან USB კაბელის დახმარებით.

3.  iPhone რომ მორჩება სინქრონიზაციას, შემდეგ დავრწმუნდეთ რომ მონიშნული გაქვთ iPhone-ზე ” Manually Manage Music and Videos” (იხილეთ სურათი, გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)მონიშნეთ Manually Manage Music and Videos4. შემდეგ ზევითა მარცხენა კუთხეში ვაწვებით File>Add Folder to Library და ვირჩევთ პაპკას სადაც მუსიკები გაქვთ შენახული (მაგ: D დისკზე პაპკა Music) და ავტომატურად ჩაიყრება ყველა მუსიკა iTunes-ში. (იხილეთ სურათი, გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)მუსიკების ატვირთვა

პაპკის მონიშვნა5. შემდეგ მოვნიშნავთ სასურველ მუსიკას რომელიც გინდათ რომ გადაიტანოთ iPhone-ში, მოვკიდებთ ამ სიმღერებს ხელს (მაუსით) და გადავწევთ თვენი iPhone-ს მხარეს (მარცხნივ).  (იხილეთ სურათი, გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)მუსიკებისა გადატანა

6.ჩვენ ავარჩიეთ 5 სიმღერა და გადავიტანეთ iPhone-ში. შეგიძლიათ შეხვიდეთ iPhone-ს მენიუში, გახსნათ iPod და ნახოთ თქვენი გადაწერილი სიმღერები.  (იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის)

2. როგორ გადავწეროთ iPhone-ში ვიდეოები?

ვიდეოების გადაწერაც ზუსტად ისე ხდება როგორც სიმღერების, უბრალოდ მანამდე  უნდა გაუკეთოთ კონვერტაცია თქვენს ვიდეო ფაილს რომ აღიქვას ტელეფონმა.

კონვერტაცია ხდება სპეციალური პროგრამით რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩემი საიტიდანაც. გადმოწერთ Video Converter-ს და დააინსტალირებთ, შემდეგ გახსნით პროგრამას და ვიდეოს დასამატებლად დააწვებით Add..ს შემდეგ აირჩიეთ სასურველი ვიდეო მაგ: (My Computer/D:/Clips/Pussycat Dolls – Hush Hush.avi) ვიდეო კონვერტერი

შემდეგ დააჭირეთ Open-ს და ჩავარდება სასურველი ვიდეოკლიპი ვიდეო კონვერტერში. შემდეგ ვაწვებით Start-ს და იწყებს დაკონვერტირებას.ვიდეო კონვერტერი

როცა მორჩება გამოაგდებს პაპკას სადაც შენახულია დაკონვერტირებული ვიდეო და ამ ვიდეოს ჩავაგდებთ iTunes-ში. ჩავაგდოთ ვიდეო აითუნსშიშემდეგ უნდა გადავაგდოთ ეს ვიდეო iPhone-ში, ეგ ხდება ზუსტად ისე როგორც მუსიკას ვწერთ. ვიდეოს გადაწერა აიფონშიჩვენ გადავიტანეთ iPhone-ში 1 ვიდეოკლიპი. შეგიძლიათ შეხვიდეთ iPhone-ს მენიუში, გახსნათ iPod და ნახოთ თქვენი გადაწერილი ვიდეო.  (იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის)

3. კომპიუტერში გადავაყენე ვინდოუსი (Windows) როგორ მოვიქცე რომ არაფერი წამეშალოს iPhone-ში?

როცა კომპიუტერში ვინდოუსს გადააყენებთ და ხელახლა ჩაწერთ iTunes და მიაერთებთ თქვენს iPhone-ს, სინქრონიზაციის დროს წაგიშლით პროგრამებს, თამაშებს, სურათებს, სიმღერებს და ვიდეოებს. რატომ?

პასუხი: რადგან ახლად დაინსტალირებულ ვინდოუსში ყველაფერი იშლება და ხელახლა უნდა ჩაწერო ყველა პროგრამა, iTunes-იც უნდა ჩაწეროთ ახლიდან და რადგაც ახლად დაინსტალირებულ  iTunes არ გააჩნია ბაზა პროგრამების, თამაშების, სურათების, სიმღერების და ვიდეოების, თუ სინქრონიზაციას გაუკეთებთ წაშლის ყველაფერს. რომ არ წაშალოს არაფერი უნდა განვაახლოთ ბაზა. როგორ?

პასუხი: უნდა გავხსნათ  iTunes და მოვნიშნოთ File/Add Folder to Library და მოვნიშნოთ ყველა ის პაპკა რომელშიც გაქვთ პროგრამები, თამაშები, სიმღერები და ვიდეოები. რიგრიგობით ფაილების ატვირთვა

როცა ყველაფერს iTunes-ში გადაიტანთ და მიაერთებთ თქვენს აიფონს, როცა ის ბაზა სავსე იქნება რაც თქვენს ტელეფონში უკვე ჩაწერილია, აღარ წაშლის iTunes-ი არაფერს და გააგრძელებთ სასურველი ფაილების დამატებას ტელეფონში.

(იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის)

4. როგორ გადავწეროთ iPhone-ში სურათები?

პირველ რიგში შევქმნათ კომპიუტერში პაპკა და დავარქვათ სახელი მაგ: iPhoto და ამ პაპკაში მოვათავსოდ ყველა ის სურათი რომელიც გვინდა რომ ჩავწეროთ iPhone-ში, (ხოლო თუ გვინდა რომ iPhone-ში სურათები გამოჩნდეს პაპკებათ შეგიძლიათ პაპკაში iPhoto ჩავწეროთ პაპკები მაგ: BMW და Mercedes, როცა შევალთ iPhone-ს სურათებში იქ ვნახავთ 2 პაპკას BMW და Mercedes.)

სურათის გადაწერაშემდეგ ვხსნით პროგრამას iTunes და ვაერთებთ iPhone-ს კომპიუტერთან, რომ მორჩება სინქრონიზაციას, ჩამონათვალიდან ვირჩევთ Photos-ს და მოვნიშნავთ Sync Photos from – Choose Folder.. შემდეგ მოვძებნით იმ პაპკას სადაც ჩავწერეთ სურათები მაგ: D:\iPhoto და ვაკლიკებთ OK-ს. ჩვენი პაპკა მონიშნულია და ქვევით მარჯვენა მხარეს ვაკლიკებთ Apply-ს. იხილეთ სურათი და ზუსტად ისე გააკეთეთ როგორც სურათშია ნაჩვენები. (იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის)

5. როგორ მოვიქცე როცა iPhone არ რეაგირებს არაფერზე, როგორ გადავტვირთო?

როცა რაღაც მიზეზის გამო თქვენი iPhone აღარ რეაგირებს, ან სენსორი, ან ცოტათი “ჭედავს” , ან უბრალოდ გინდათ რომ გადატვირთოთ და არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, მაშინ დააკლიკეთ ჩამრთველ ღილაკს (Power Button) და მრგვალ ღილაკს (Home Button) ერთდროულად, არ აუშვათ ხელი სანამ არ გადაიტვირთება და არ დაეხატება Apple Logo. სულ ეს იყო, არის ძალიან მარტივი და ვინც არ იცის გამოადგება ნამდვილად. (იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის)აიფონის გადატვირთვა

ჩვენ გადავიტანეთ iPhone-ში 1 ვიდეოკლიპი. შეგიძლიათ შეხვიდეთ iPhone-ს მენიუში, გახსნათ iPod და ნახოთ თქვენი გადაწერილი ვიდეო.  (იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის)